იენს სტოლტენბერგი: NATO წუხს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, რომელიც არ უწყობს ხელს დიალოგსა და ურთიერთგაგებას

NATO წუხს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, რომელიც არ უწყობს ხელს დიალოგსა და ურთიერთგაგებას, - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს და რუსეთს შორის ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდეგ.

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, ალიანსს კვლავ სჭირდება რუსეთთან დიალოგი.

„ჩვენთვის ეს რეალურად არ არის იმის არგუმენტი, რომ დიალოგის წინააღმდეგ გამოვიდეთ“, - განაცხადა NATO-სგენერალურმა მდივანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, რუსეთი NATO-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს.

ლავროვის თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს NATO-ს საინფორმაციო ბიუროც.

"NATO-სთან რუსეთის წარმომადგენლობა სავარაუდოდ პირველი ნოემბრიდან შეაჩერებს მუშაობას. NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ბელგიის სამეფოში რუსეთის საელჩოს მეშვეობით განხორციელდება", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შმდეგ მიიღო რაც NATO-მ რუსეთის დელეგაციის რვა თანამშრომლი გააძევა.

NATO-მ ბრიუსელში რუსეთის მისიის რვა წევრს აკრედიტაცია გაუუქმა.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიზეზად სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი "მტრული საქმიანობა“ დაახელა.როგორც NATO-ში აცხადებენ, აღნიშნული პირები, ფარულად, დაზვერვის ოფიცრებად მუშაობდნენ.