ანა ფოტიგა: მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა Twitter-ზე. პოლონელი პოლიტიკოსი წერს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.

"როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში.

მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის", - აღნიშნავს ევროდეპუტატი.

მის ამ ტექსტს წინ უძღვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარი, რომ ევროპარლამენტარების, მათ შორის ანა ფოტიგას ჭკუაძე ვერ ივლის და ის არაფერს ნიშნავს მისთვის და ქვეყნისთვის.