თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო ბანერი გვიან ღამით, ორხევის ხიდთან დააზიანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაცმ და მიმდინარეობს გამოძიება.
თავად ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს გუშინდელ პრეზენტაციას და „მმართველი პარტიის გაღიაზიანებას“ უკავშირებენ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა.
მან მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მის გარდა, მოადგილეობის კანდიდატები არიან: ელენე ხოშტარია - „დროა“, ირაკლი აბესაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.