თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, წინ რთული პერიოდი გველოდება, რამაც შესაძლოა, კლინიკურ სექტორზე სერიოზული გავლენა იქონიოს.
თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშო.
„5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით, ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა, კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, - თენგიზ ცერცვაძემ.
გუშინ, 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42.