ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 411 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი. 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის - 8.83% ხოლო 7 დღის - 9.05%.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181-მდე.
თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარა - 111, იმერეთი - 827, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 347, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 348, კახეთი - 696, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.
აქტიური შემთხვევა 48 358, საიდანაც 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 057, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 288.
მძიმე პაციენტი: 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 115, იმერეთში - 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 289 ადამიანი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 28, იმერეთში - 29. 1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 271 - აჭარაში. 41 621 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.