არავაქცინირებულების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი - კვლევა

არავაქცინირებულების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი. ამას ინგლისში, იელის სამედიცინო სასწავლებლის ანალიზზე დაყრდობით აცხადებენ.

იელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ გააანალიზა მონაცემები ბუნებრივი იმუნიტეტის შესახებ, რათა შეეფასებინა, თუ რამდენად ხშირად შეიძლება, დაინფიცირდნენ არავაქცინირებულები ხელახლა.

კვლევამ დაადგინა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი გარკვეულწილად, ხანმოკლეა.

2020 წლის ივლისსა და 2021 წლის სექტემბერს შორის პერიოდში დაინფიცირებული 20 262 ბრიტანელიდან 296 იყო რეინფიცირებული. ეს რისკი გაზრდილია „დელტა“ შტამის გავრცელების შემდეგ.