აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Moderna Inc (MRNA.O) და Johnson & Johnson-ის (JNJ.N) კოვივაქცინების შერეული, გამაძლიერებელი დოზების გამოყენებას ავტორიზაცია მიანიჭა.
კერძოდ, FDA აძლევს შესაძლებლბას მოქალაქეებს, ბუსტერ დოზად გამოიყენონ პირველად მიღებული დოზისგან განსხვავებული ვაქცინა.
Moderna- ს ვაქცინის მიმღებ 65 წელს გადაცილებულებს შეუძლიათ, გაიკეთონ მესამე დოზა, ისევე როგორც 18 წლის და ასევე, უფროს მოზარდებს, რომლებსაც აქვთ კოვიდით ინფიცირების მაღალი რისკი.