იტალიაში ჩატარებული კვლევით, ვაქცინირებულებში გარდაცვილთა შორის უმეტესად ხანდაზმულები და დაავადების მქონე ადამიანები არიან.
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანების საშუალო ასაკი, რომლებიც გარდაიცვალნენ ვაქცინაციის მიუხედავად, 85 წელი იყო. მათ საშუალოდ ხუთი ძირითადი დაავადება ჰქონდათ.
გარდაცვლილთა საშუალო ასაკი მათ შორის, ვინც არ იყო ვაქცინირებული, 78 წელია. აღმოჩნდა, რომ აცრილთა შორის გარდაცვალების მიზეზი ხშირ შემთხვევაში გულის პრობლემები, დემენცია და კიბოა.
პირველი თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე ჩატარებულმა ანალიზმა შეისწავლა სამედიცინო ჩანაწერები 671 არავაქცინირებულსა და 171 სრულად აცრილში.