ღორის თირკმელი პირველად წარმატებით გადანერგეს ადამიანში. The economst-ის ცნობით, ექსპერიმენტული ოპერაცია ოჯახის თანხმობით ჩაუტარდა პაციენტს, რომელსაც ტვინის სიკვდილი ჰქონდა დაფიქსირებული.
ოპერაცია ნიუ-იორკის საავადმყოფოში NYW Langone Health.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ - „წარმატებით“, ის მხოლოდ 54 საათის განმავლობაში შემოწმდა პაციენტზე, რომელიც უკვე იყო მკვდარი. ტრანსპლანტაციის ჯგუფმა დაინახა, რომ თირკმელი დაკავშირებული იყო და ნორმალურად ფუნქციონირებდა. ტექნიკურად, ეს ცნობილია როგორც ქსენოტრანსპლანტაცია, ანუ ქსოვილების ან ორგანოების გადანერგვა ერთი სახეობიდან მეორეზე. 17 ადამიანი იღუპება დღეში ტრანსპლანტაციის მოლოდინში, აშშ -ში“, - ამბობს პროფესორი დორი სეგევი.
„ეს არის უზარმაზარი მიღწევა“, განუცხადა მან New York Times-ს.