ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ მდგომარეობა არ ვიცი. შევდივარ, რომ ვნახო და გადავხედო ანალიზებს. მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს. ეს გავიგე მე დღეს დილას, გუშინ არ ვუყურებდი ტელევიზორს. თუმცა, მანამდე მე გავიგე სხვა პოზიცია ჯანდაცვის მინისტრისგან, რომელმაც მითხრა, რომ მომაწვდის იმ საავადმყოფოების სიას, რომლებშიც შეიძლება, მოათავსონ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“.
შეგახენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე დათანხმდა.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.