ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ახალი სოციალური პლატფორმის წარდგენას აპირებს.
აპლიკაცია სახელად "სიმართლე" (TRUTH) ქვია.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მის მიერ დაფუძნებული ახალი სოციალური ქსელი facebook-ის და twitter-ის მსგავს ტექნოლოგიურ გიგანტებს "წინ აღუდგება".
აღსანიშნავია რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი twitter-ის და facebook-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა.
ახალ პლატფორმას "ტრამპ მედიისა" და "ტექნოლოჯი გრუპის" შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კომპანია შექმნის.