დავით სერგეენკო: ვაქცინაციის კამპანია ანტივაქსერული კამპანიის ორგანიზების მეათედით მაინც რომ იყოს ორგანიზებული, ასეთი სიტუაცია არ გვექნებოდა

"ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, რადგან დაგვიანებული ნაბიჯები გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, ანტივაქსერების მოძრაობა საქართველოში წარმოუდგენლად ორგანიზებულია. ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, ახლა უკვე პრობლემა დახურული იქნებოდა.

"მერამდენე ტალღაა, ამის თვლას აზრი არ აქვს, რადგან სახეზეა მონაცემების გაუარესების ტენდენცია სახეზეა. ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას ჯერადობით აკლია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე.

ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მდგომარეობაში და საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ.

დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გვაქვს - დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

20 ოქტომბერს მხოლოდ 5 194 ადამიანი აიცრა. უკვე ერთი თვეა აცრის დღიური მაჩვენებლი 5000-ს არ აცდენილა.

ახლა ვაქცინაციის კამპანიაში რაოდენობრივი კომპონენტის გაზრდას აზრი არ აქვს. 10 ბილბორდი იქნება, 100 თუ 1000, 300 საეთერო წუთი იქნება კლიპების თუ 3000, უბრალოდ არაფერს შეცვლის", - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში დავით სერგეენკომ.

სულ ჩატარებულია 1 932 643 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 017 863 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.8 % სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.0%