გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა

გადასაღებ მოედანზე, ჰოლივუდელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა. დაჭრილია ფილმის რეჟსორიც, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

BBC-ის ცნობით, ფილმის სარეკვიზიტო იარაღში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. დაღუპული ოპერატორი ქალია. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაღუპული გალინა ჰაჩინსი წარმოშობით უკრაინიდანაა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები არკვევენ ვინ შეცვალა ყალბი ტყვიები ნამდვილი მასრებით.

ფილმის რეჟისორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ბოლდუინმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.