ინფიცირების 4 155 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 40 გარდაცვლილი და 1 427 მძიმე პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 684 337-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის - 8.89%, 7 დღის - 8.99%.

ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა - 143, იმერეთი - 777, ქვემო ქართლი - 287, შიდა ქართლი - 306, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 669, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 966, საიდანაც: 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 427, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 302.

1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 43 068 პაციენტი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 21 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 38 268 ადამიანი.