ლორენს მერედიტი: ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს დავეხმაროთ

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, რათა ხელი შევუწყო ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საზოგადოებისთვის ფართოდ წარდგენას“, - აცხადებს ევროკომისიის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში, ლორენს მერედიტი.

მისი თქმით, საქართველოს დასახმარებლად მუშაობა სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.

„მომდევნო წლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავებთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა მიიღონ წვდომა მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირებზე, განვამტკიცოთ კავშირები შავი ზღვის საშუალებით, ხელი შევუწყოთ ბიზნესს კოვიდ-19-ის შემდგომ საქმიანობის აღდგენაში და უზრუნველყოთ, რომ ქვეყანაში ადამიანებმა ისუნთქონ სუფთა ჰაერი“ - აღნიშნავს ლორენს მერედიტი.

20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, საქართველოს რეგიონებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთსა და აჭარას ესტუმრნენ. ვიზიტი შედგა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტებით შავი ზღვით კავშირების განმტკიცების საკითხებზე.

20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშრის ელჩი, საქართველოს რეგიონებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთსა და აჭარას ესტუმრნენ. ვიზიტი შედგა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტებით შავი ზღვით კავშირების განმტკიცების საკითხებზე.

ვიზიტი ბათუმის პორტში გაგრძელდა, სადაც თამარ იოსელიანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ევროკავშრის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს პირველი საზღვაო სტრატეგია წარადგინა. პორტის ობიექტების დათვალიერებისას, ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მოსალოდნელ შედეგებს შავი ზღვის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით.

ორდღიანი პროგრამა დასრულდა ღონისძიებით „შავი ზღვა - საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“, რომელიც პირველად ჩატარდა. პანელურ დისკუსიაზე, დირექტორმა მერედიტმა და ელჩმა ჰარცელმა, აგრეთვე ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე შავი ზღვის მომავალთან დაკავშირებით. დისკუსია წარიმართა საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის გარშემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო, ციფრულ და გარემოსდაცვით საკითხებს. კოვიდ-19-ის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მას მონაწილეთა მცირე რაოდენობა ესწრებოდა.