Reuters-ის ცნობით, კონგოს პარლამენტის შენობაში სკოლის ასობით მოსწავლე შეიჭრა.საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრილ მოსწავლეებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი შეხდა და სახლებში დაუბრუნებისკენ მოუწოდა.
სააგენტო ცნობით, მოსწავლეები გაფიცული მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებას მიოთხოვდნენ. „ჩვენ სწავლა გვინდა“, – სკანდირებდნენ კონგოელი მოსწავლეები.
ადგილობრივი პროფკავშირი მთავრობას მოუწოდებს, ნუ აქცევს სკოლებს პოლიტიკური თამაშების ნაწილად
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მასწავლებლები ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 4 ოქტომბრიდან გაფიცული არიან,
კონგოს მთავრობის მტკიცებით, პედაგოგების გაფიცვის ორგანიზებას ის რელიგიური ჯგუფები უწევენ, რომლებიც დაწყებითი სკოლების უმეტესობას მართავენ.
.