ევროკავშირის საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივი აღიარებისთვის მუშაობა დააჩქაროს.
ევროკავშირის აღნიშნული მოთხოვნის შესახებ, ვროკავშირის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი.
"ევროპული ქვეყების გაერთიანება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საბჭო წევრ ქვეყნებს ევროკავშირის შიგნით თავისუფალი მიმოსვლისა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებით, ევროკავშირი უფრო აქტიურად შეებრძოლება კორონავირუსის შესახებ ყალბ ახალ ამბებს", - ნათქვამია კომუნიკეში.
ევროპელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით, ევროკავშირში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის წარმატების შესახებ. ამავე დროს აღნიშნეს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ რთული რჩება, მათ შორის ლატვია და რუმინეთი დასახელდა.