საქართველო ჯანმოს ექსპერტებს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც 2 ძირითად საკითხზე ისაუბრეს.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის რეგიონალიზაციის საკითხი და მნიშვნელობა, ს/ჯ ცენტრების როლი და ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, ასევე ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება საზჯანდაცვის სპეციალისტებზე აქცენტით.
შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელობამ ექსპერტებს გაუზიარა ამ სისტემების ინტეგრაციასა და შესაძლო რეფორმაციაზე საკუთარი ხედვები. აგრეთვე, ჯანმოს ექსპერტებს წარედგინათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემაში მომუშავე ადამიანური რესუსის მომავალი უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ მოკლე ანგარიში, რომლის საფუძველზე შესაბამისი დარგის ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-სთან ერთად იმუშავებენ უპგ სამოდელო სისტემის შექმნაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.