Reuters-ი რუსული ვაქცინა ევროკავშირისგან ავტორიზაციას წელს ვერ მიიღებს

ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტს, რუსული Sputnik V-ის დამტკიცებას სულ მცირე 2022 წლის პირველ კვარტალამდე, რადგან განხილვისთვის საჭირო ზოგიერთი მონაცემი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

EMA-მ რუსული ვაქცინის მონაცემების ოფიციალური გაცნობა მარტში დაიწყო და მოსალოდნელი იყო, რომ მაისში ან ივნისში მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს ვაქცინა რუსეთში აქტიურად გამოიყენება და მისი შექმნელები აცხადებენ, რომ მათი პრეპატარი 97%-ით ეფექტიანია კოვიდინფექციის წინააღმდეგ.

კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით იყო ტექნიკური პრობლემა და ახლა ამის მოგვარება მიმდინარეობს ევროპის მარეგულირებელთან.

ვაქცინა არც ჯანმოს უღიარებია.