„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საჭირო რაოდენობის ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები ოფიციალურად მოაგროვა.
სააგენტოს ცნობით, კალიფორნიის შტატის მდივნის ალექს პადილას მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის კიდევ 55 ხმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მას აშშ-ის საარჩევნო კოლეგიაში 279 ხმა აქვს.
პრეზიდენტად დამტკიცებისთვის კი საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევს.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.