ავღანეთი, ინდოეთი და პაკისტანი იმ 11 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური კრიზისებზე რეაგირების უნარის თვალსაზრისით, „უაღრესად დაუცველთა“ სიაში მოხვდნენ. იტყობინება Reuters-ი.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის პროგნოზით, გლობალური დათბობა გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს გაზრდის მიმდინარე პერიოდიდან 2040 წლამდე მონაკვეთში.
ასეთ ქვეყნებად ჩამოთვლილია ავღანეთი, ინდოეთი, პაკისტანი, მიანმარი, ერაყი, ჩრდილოეთ კორეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, ნიკარაგუა და კოლუმბია.
სიცხე, გვალვა, წყლის ხელმისაწვდომობა და არაეფექტური მთავრობა ავღანეთში ვითარებას განსაკუთრებულად შემაშფოთებელს ხდის. წყლის საკითხზე დავები ასევე არის ცხელი წერტილი ინდოეთსა და დანარჩენ სამხრეთ აზიაში.