გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ტაშით გააცილეს. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლოჯერ დაესწრო ევროკავშირის სამიტს.
„ევროპული საბჭო ანგელას გარეშე ჰგავს რომს, ვატიკანის გარეშე, ან პარიზს ეიფელის კოშკის გარეშე. ჩვენ დაგვაკლდება თქვენი სიბრძნე, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში“, – ასე შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ანგელა მერკელის საქმიანობა.
პრეზიდენტმა მიშელმა ანგელა მერკელს ასევე „ევროპული პროექტის კომპასი და შუქურა“ უწოდა.
მერკელი გერმანიის მთავრობას 16 წელი მეთაურობდა. მერკელს კანცლერის პოსტზე სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი ჩაანაცვლებს. სოციალ-დემოკრატებმა 2021 წლის, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა უმრავლესობა დააგროვეს.