NATO-ს 15 მოკავშირე სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებს

15 მოკავშირე სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებს. NATO-ს 15 მოკავშირის თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ეთგულება, განავითარონ, შეიძინონ და მიაწოდონ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რომლებიც დაიცავენ მოკავშირეთა პერსონალს, აღჭურვილობას და ობიექტებს საჰაერო საფრთხისგან. ამის შესახებ NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტში აღნიშნული.

„მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გაზრდით, ჩვენი შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესებითა და გამოწვევებზე რეაგირებით, ტრანსატლანტიკურ რეგიონს უფრო უსაფრთხოს და უფრო მომზადებულს ვაქცევთ ნებისმიერი საფრთხის წინაშე“, - განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯეოანამ ხელმოწერის ღონისძიებაზე.

ეს პროექტი მიზნად ისახავს მოკავშირეთა ძალების რაკეტების, საარტილერიო და ნაღმტყორცნების საფრთხისგან დაცვის შესაძლებლობების განვითარებას და მიწოდებას. ამ პროექტის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პოტენციურ გადაწყვეტილებებზე, ინოვაციური მიდგომების საშუალებით, როგორიცაა პირდაპირი, ენერგიაზე დაფუძნებული შესაძლებლობები.

ექვსმა მოკავშირემ - დანია, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ, წამოიწყეს ახალი ინიციატივა, რათა საერთო ჯამში, შეიძინონ და განავითარონ სარდლობისა და კონტროლის შესაძლებლობები ბატალიონისა და ბრიგადის დონეზე, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის (GBAD C2 Layer).

მრავალეროვნული მიდგომა შეამცირებს გამოყენებული სისტემების მრავალფეროვნებას და ამავდროულად გაზრდის მოკავშირეებს შორის თავსებადობას და NATO-ს GBAD ძალების ოპერატიული მზადყოფნა.

NATO-მ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა.