გაერთიანებული სამეფოს ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციური ფორმა, რომელსაც ზოგი „დელტა პლუსს“ უწოდებს, შეიძლება, უფრო მარტივად გავრცელდეს, ვიდრე ჩვეულებრივი „დელტა“ ვარიანტი. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს შტამი იწვევს დაავადების უფრო გართულებულ ფორმას.
ამასთან, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებული ვაქცინები მაინც კარგად უნდა მუშაობდნენ კოვიდინფექციისგან დასაცავად.
მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ დიდ ბრიტანეთში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. „დელტა პლუსის“ შემთხვევები იზრდება. უახლესი ოფიციალური მონაცემების თანახმად, Covid19-ის შემთხვევების 6% სწორედ ამ ტიპისაა.
„თუმცა, „დელტასგან“ განსხვავებით, ის ჯერ კიდევ არ განიხილება „შეშფოთების ვარიანტად“ - ყველაზე მაღალი კატეგორია, რომელიც ენიჭება ვარიანტებს რისკის დონის მიხედვით.
მსოფლიოში კორონავირუსის ათასობით სხვადასხვა სახეობა ან ვარიანტი არსებობს. ვირუსები მუდამ მუტაციას განიცდიან, ამიტომ, გასაკვირი არ არის ახალი ვერსიების გამოჩენა“, - წერს BBC.
„არ არსებობს ვარაუდი, რომ ვაქცინის განახლება საჭირო იქნება ვირუსის რომელიმე არსებული ვარიანტისგან თავის დასაცავად.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ერთნაირია ყველა ამჟამინდელი ვარიანტისთვის. ჩაიტარეთ ვაქცინაცია და მათთვის, ვისაც ამის უფლება აქვს, მიმართეთ მესამე, გამაძლიერებელ დოზას. განაგრძეთ სიფრთხილე. ატარეთ ნიღაბი ხალხმრავალ ადგილებში და ხალხთან შეხვედრისას გახსენით ფანჯრები და კარი ოთახის ვენტილაციისთვის. თუ სიმპტომები გაქვთ, გაიკეთეთ PCR ტესტი და იზოლირდით სახლში, ვიდრე არ მიიღებთ უარყოფით პასუხს“, - აცხადებს ჯენი ჰარისი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი.