საქართველოში კორონავირუსი, 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,51%, ბოლო 14 დღის - 8,94%, 7 დღის - 9,09%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 688 804 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 626 478, გარდაიცვალა 9 699 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 051 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 436 PCR ტესტით.
თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 300, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 734, მცხეთა-მთიანეთი - 123, სამცხე-ჯავახეთი - 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც, 5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 186, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 286.
ამ ეტაპზე 1 425 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 498, აჭარაში - 128, იმერეთში - 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 304 ადამიანი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30.• 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 554 - თბილისში, 224 - აჭარაში.
45 683 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 38 248 ადამიანი.