იარაღი, რომლიდანაც ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე გაისროლა, მსახიობს რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო, ამის შესახებ BBC სასამართლოს ჩანაწერებზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე ჩანაწერების მიხედვით, რეჟისორის ასისტენტმა არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია იყო.
„მან ის მსახიობს მიაწოდა და თქვა: „ცივი იარაღი!“ - ეს არის ტერმინი, რომელიც მიანიშნებს, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია არ დევს“, - წერს BBC.
ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, დაიჭრა ფილმის რეჟისორი, რომელიც უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.
ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე გუშინ პირველად ისაუბრა.
„სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, - ნათქვამია ალეკ ბოლდუინის Twitter-ზე გათანვსებულ განცხადებაში.