აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში ორ ახალ დოკუმენტს გააფორმებენ

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოსკოვში 9 ნოემბერს ორი ახალი დოკუმენტი გაფორმდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით მოაწერენ ხელს.

პირველი დოკუმენტი აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმინაცია-დემარკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე - საკომუნიკაციო დერეფნის, ასევე აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის გზის გახსნას.

დოკუმენტები აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრისას შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა.