თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანდილის ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ობსერვატორიის ინფორმაციით, მიწისძვრა მიწისქვეშ 93.3 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ანტალიაში და მის მიმდებარე პროვინციებში იგრძნობოდა.
მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.