ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ. ასეთი რამ არ არსებობს - ეს ყველა შემთხვევაში რაღაც ვირუსია, რომელიც არის გადამდები

„ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ. ასეთი რამ არ არსებობს - ეს ყველა შემთხვევაში რაღაც ვირუსია, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს“, - ინფექციონისტი და კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ საკმაოდ ხშირია, როდესაც სწრაფი და PCR ტესტის დროს პასუხები არასწორია.

ინფექციონისტის განცხადებით, ხველების, სურდოს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდა თუ არა მას ტესტირებით კოვიდინფექცია, ასეთი ადამიანი სხვებს უნდა მოერიდოს.

„ხშირია არამხოლოდ პირველ ეტაპზე, არამედ ზოგადად - ანტიგენ ნეგატიური და PCR-ნეგატიური პაციენტებიც კი ძალიან ბევრია, ამიტომ, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდება თუ არა კოვიდი ლაბორატორიულად, ის მაინც უნდა ეცადოს, რომ მოერიდოს სხვებს, თუნდაც იმიტომ, რომ თუ სიმპტომები აქვს, ე.ი. რომელიღაც რესპირაციული ინფექცია მაინც აქვს.

ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ და ამიტომ აქვთ სიმპტომები. ასეთი რაღაც არ არსებობს - გაციება ყველა შემთხვევაში არის რომელიმე ვირუსი, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა „დღის კურიერში“.