შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი გადასცა

აშშ-ის მიერ გამყოფილი სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი უკრაინაშია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

საუბარია $60 მილიონის ღირებულების დახმარების უკვე დამაგვირგვინებელ ფაზაზე, რომელიც მოიცავს სამხედრო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო და მაღალი სიზუსტის იარაღს, სამედიცინო აღჭურვილობას და სხვა მასალებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოსოვი, სამედიცინო ძალების მეთაური ბრიგადის გენერალი ტეტიანა ოსტაშჩენკო და გენერალური შტაბის მთავარი ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი მიკოლა შევცოვი იმყოფებოდნენ ბორისპოლის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავის დასახვედრად.

აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბრიტანი სტიუარტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში რუსეთთან დაპირისპირების ფონზე.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ეხმარება უკრაინას შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, რაც მოიცავს ლოგისტიკურ დახმარებას და წვრთნას - როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულს და აშშ-ს სურს, დაინახოს უკრაინა NATO-სკენ მიმავალ გზაზე, როგორც მშვიდობიანი და თავისუფალი ქვეყანა.