თურქეთმა მაისის შემდეგ პირველი სრული კარანტინი გამოაცხადა

თუქეთი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის გამო მაისის შემდგომ ხელმეორედ ჩაიკეტა. ეს შეზღუდვა შაბათ-კვირას იმოქმედებს. წერს Reuters-ი.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, პარასკევს ქვეყანას 32,736 ახალი ინფიცირებული დაემატა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხი 193-თ გაიზარდა.

ამ ეტაპზე თურქეთი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ყოველდღიური ახალი შემთხვევების მაჩვენებლით. გარდა ამისა, ქვეყანა 25 ნოემბრამდე მხოლოდ იმ პანციენტებს ითვლიდა სტატისტიკაში, რომელებიც სიმპტომებს ავლენდნენ, ხოლო ნოემბრის ბოლოს თურქეთმა ეს მიდგომა შეცვალა და უსიმპტომო შემთხვევების აღრიცხვაც დაიწყო.

მეორე კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 9,9%-ით შემცირდა, კორონავირუსის შეზღუდვების გამო. მესამე კვარტალში უარყოფითი მაჩვენებელი გამოსწორდა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ეკონომიკა 6,7%-ით გაიზარდა. თურქეთში ხელახალი კარანტინი ორშაბათიდან ამოქმედდება. პრეზიდენტის განცხადებით, შეზღუდვები ფრთხილად დაწესდება, რათა ეკონომიკური ზეგავლენა მინიმალური იყოს.