მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა და რკინიგზის საკონტაქტო ხაზს დაეცა

სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა. ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი“,- ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

გაჩერებულია შემდეგი მიმართულებები: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.

„ სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.