ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ გადარჩენილი კაცი კლინიკიდან გაწერეს

დღეს, 23 ოქტომბერს, კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

37 წლის კაცმა, რომელიც ჯერ რეანიმაციაში იყო, კლინიკაში 15 დღე გაატარა.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.