ავსტრია აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ავსტრიის კანცლერის, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ექნებათ გაკეთებული, შეზღუდვები დაწესდება.

ამ დროისთვის, ავსტრიაში კოვიდსაწინააღდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 62.2%.

Euronews-ის ცნობით, ავსტრიის მთავრობამ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი ზრდის გამო გეგმავს. ბოლო თვეების განმავლობაში, ავსტრიაში, ვაქცინაციის ტემპმა იკლ

რეგულაციების თანხმად, აუცრელ ადამიანებს შეეზღუდებათ რესტორნებსა და სასტუმროებში შესვლა.

შალენბერგის განმარტებით, ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ აუცრელებს სახლებიდან გასვლის უფლება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მიეცეთ.

ბოლო ერთ კვირაში, ქვეყანაში ვირუსი 20 408 ადამიანს დაუდასტურდა.