საქართველოს რკინიგზის ცნობით, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებელებლების მოძრაობა აღდგა.
ამ მიმართულებით რეისები ხაზის დაზიანებამ გამოიწვია. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა და რკინიგზის საკონტაქტო ხაზს დაეცა.
ამის გამო გაჩერდა ოთხი მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით ორი საათი დასჭირდება.
პარალელურად, კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.