51 511 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა, 3 436 ახალი ინფიცირებული და 43 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Covid-19-ით 43 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 692 240 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 630 961 გამოჯანმრთელდა, 9 742 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 041 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 957 პირი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც, 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 490 ინფიცირებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პაციენტი,

957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 44 513 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.