საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსისგან 4650 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გუშინ საქართველოში 22 847 ტესტი ჩატარდა. მათ შორის 13 643 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 204 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 635 611-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა.

24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის - 9.05%, 7 დღის 9.04%.

თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 438, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 84, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757, საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 362, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 263.

ამ ეტაპზე 1 549 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 570, აჭარაში - 132, იმერეთში - 480. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 318 ადამიანი, მათგან თბილისში - 173, აჭარაში - 34, იმერეთში - 33.

1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 595 - თბილისში, 222 - აჭარაში.

41 569 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 39 329 ადამიანი.