"რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კოსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. შევეცდები, რომ გავესაუბრო და ამ მიზეზში გავერკვიო", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც ფაღავას მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი კონსილიუმის დატოვებას გამოეხმაურა.
როგორც ბერგაძემ აღნიშნა, ფაღავასა და მას შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
"თითქოსდა ჩემსა და ფაღავას განცხადებებს შორის უთანხმოებაა და დაპირისპირება გვქონდა, სიცრუეა. საზოგადეობა შეცდომაში ნუ შეგყავთ. რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. შევეცდები, რომ გავესაუბრო და ამ მიზეზში გავერკვიო. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ ყველა ექიმს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ბერგაძემ.