კარდიოლოგი ზურაბ ფაღავა მიხეილ სააკაშვილის ექიმთა კონსიულიუმის დატოვების მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს

ექიმმა ზურაბ ფაღავამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი დატოვა.

როგორც კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ფაღავა აცხადებს, კონსილიუმის დატოვების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდარადგან ოქტომბრის თვეში მან კორონავირუსი გადაიტანა.

"შაბათს, ბოლო კონსილიუმის შემდეგ თავი შეუძლოდ ვიგრძენი და წერილით მივმართე პენიტენციური სამსახურის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსს, შეჩერებულიყო ჩემი წევრობა კონსილიუმში. თუ ჩამანაცვლებენ, ჩამანაცვლონ, თუ არადა, როცა უკეთ გავხდები, შეიძლება, დავბრუნდე. გამოვჯანმრთელდი, გადამდები აღარ ვარ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა არ არის ბოლომდე რეაბილიტირებული“,- განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.

მიხეილ სააკაშვილი უვე სამი კვირაა შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მისი ჯანმრთელობის მონიტორინის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა. კონსილიუმში შედის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც. რადენიმე დღის წინ კოსილიუმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას თანხდება. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები კი ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევას დათანხდა, თუმცა შიმშილობას არ წყვეტს. 24 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა, რომელშიც შედიან ძალიან მაღალი დონის ექიმები, პირადად მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე პატიმარი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.