საჩხერეში, სასწრაფოს 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სამსახურის 24 თანამშრომელს ვირუსი გეგმიური ტესტირებისას გამოუვლინდა.

ამ დროისთვის სასწრაფოს ოთხი ბრიგადიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი, კოვიდსასტუმროებში გადაიყვანეს.