ციციშვილის კლინიკის დირექტორი: მკურნალობაზე მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება

კლინიკაში, 108 პაციენტი მკურნალობს, მომართვიანობა მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება, მაგრამ რაც მთავარია, ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში ინფიცირებული ბავშვთა მშობლებიც მკურნალობენ და არცერთი მათგანი ვაქცინირებული არ არის.

"კლინიკაში, ამ ეტაპზე, მკურნალობს 108 პაციენტი, მომართვიანობა ნარჩუნდება მაღალ ციფრებზე, მაგრამ რაც მთავარია, აღარ შეინიშნება ზრდის ტენდენცია.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, არცერთი კრიტიკულად მწვავე არ არის. ინტენსიურში ადგილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა დღეს გადაგვყავს პაციენტები განყოფილებებში, ასე რომ დაახლოებით 1 საათში ინტენსიურში ადგილები გათავისუფლდება.ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის", - განაცხადა რეხვიაშვილმა.