ირაკლი კობახიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება

"ნაციონალურ მოძრაობას" რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ თავისუფლების მომხრეა.

"რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს კონტრაქციაა, თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ თავისუფლების მომხრეა, სურს ბოროტების დამარცხება, სურს ამ ქვეყანაში თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას 27 ოქტომბერს გამართავს.