კახა კალაძე: ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლა საპანიკო არ არის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლამ საზოგადოების პანიკა არ უნდა გამოიწვიოს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიას იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც მერიამ სამუშაოები აწარმოა კავშირი არ აქვს.

"ამ ადგილს საერთოდ კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც ჩვენ გარკვეული სამუშაოები ვაწარმოეთ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის. არანაირი პრობლემა არ იქნება. ჩვენი სამსახურები ჩართულია, ეს სამშენებლო კომპანია დაჯარიმებულია და სამუშაოები შეჩერებულია, მანამდე სანამ გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება", - განაცხადა კალაძემ.