ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების შესწავლას განმეორებით დაავალებს. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის შესწავლის შემდეგ დასკვნა გასაჯაროვდება.
"გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, თუ რომელ ტიპს შეესაბამება კლინიკა, რა ხარისხისაა, დავავალებ რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლონ ეს კლინიკა, შესაბამისი დასკვნა დადოს კლინიკის მზაობის შესახებ და გასაჯაროვდეს, რათა აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით.
თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი დაცული თანაბრად იყოს", - განაცხადა ტიკარაძემ.