ეკატერინე ტიკარაძე: ციხის საავადმყოფოში, ყველა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა

"ციხის საავადმყოფოში, ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც ექიმების მხრიდანაა გაწერილი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, თუ მე-18 დაწესებულება მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაშინ რისკის ქვეშ სხვა პაციენტებიც დგანან.

"რაც შეეხება ციხის საავადმყოფოს, ციხის საავადმყოფოში, ამ ეტაპისთვის, ყველა ის საჭირო ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც ექიმების მხრიდანაა გაწერილი. აქედან გამომდინარე, საბჭო პატიმრისა და პაციენტის ინტერესების სასარგებლოდ მიიღებს მისთვის საჭირო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი", - განაცხადა ტიკარაძემ.