"მოგიწოდებთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის შეკითხვას.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში კარგად ეპყრობიან.
"მე გეტყვით, რომ ვარ პრემიერმინისტრი და არა ექიმი, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა მიმართეთ ექიმებს. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი. აი ასეთი აგრესია, სიძულვილი უნდა დავასრულოთ, უმსაგვსო საქციელი, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, ხალხისთვის არის ძალიან ცუდი. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილის კარგად ვუპატრონებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.