"ზოგიერთმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს კონტრაქციაა, არა, მეგობრებო, ესაა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი აქცია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გამოაცხადონ.
"ჩვენი ამოცანაა მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ. ამ არჩევნებს ყველგან მოვიგებთ. ზოგიერთმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს კონტრაქციაა. არა, მეგობრებო, ესაა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი აქცია. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მშვიდობა გვჭირდება. ყველას მივმართავ, ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, შევიკრიბოთ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.