მოსკოვში, 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულებს გარეთ გასვლა 4 თვით აეკრძალათ

რუსეთში პანდემიის გავრცელების შემდეგ, დღეს ყველაზე მეტი, 37,930 ინფიცირებული გამოავლინეს. გარდაიცვალა 1,069. ამ შაბათს, ყველაზე მეტი, 1,075 გარდაიცვალა კორონავირუსით.

პარალელურად, ზოგიერთ რეგიონში სამსახურები დაიხურა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით გადაიხედება არასამუშაო დღეების საკითხი, მაგრამ აღნიშნა, რომ ყველა რეგიონს შეუძლია, გაახანგრძლივოს ან უფრო ადრე დაიწყოს ეს პერიოდი, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

მოსკოვში 28 ოქტომბრიდან იკეტება სკოლები და საბავშო ბაღები, ასევე ყველა მაღაზია, გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტები იყიდება.

60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულებს სახლიდან გასვლა 4 თვით აეკრძალათ.

ხელისუფლების განცხადებით, COVID19-ის შეზღუდვები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთის მოსახლეობის 80% არ იქნება ვაქცინირებული.