COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 321 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 301, გარდაიცვალა - 42.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი. ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა 27 434-ს შეადგენს. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 994, აჭარაში - 1 035, იმერეთში - 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 157, იმერეთში - 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 420 ადამიანი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 88, იმერეთში - 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 - თბილისში, 1 942 - აჭარაში, 428 - იმერეთში. 16 568 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -346, აჭარაში - 262, ხოლო იმერეთში - 28.სულ 6 ოქტომბრიდან - 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 986 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 799 პირი, აჭარაში - 11 495, იმერეთში - 5 316.