უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სუმის ოლქში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას 50 კაცისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ისინი კოორდინაციაში იყვნენ სოხუმ-ქუთაისის ე.წ. კლანის, „კანონიერ ქურდებთან“ (მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში). ასევე, რუსეთის ტერიტორიიდან.
„ისინი აშინებდნენ მოქალაქეებს, ატერორებდნენ მეწარმეებს და ფულს სძალავდნენ. დაზარალებულებზე კრიმინალები ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. მიღებული თანხები მიემართებოდა ე.წ. ქურდული სალაროს შესავსებად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.